მოლდოვიცის ეკლესია (რუმ. Mânăstirea Moldovița) — ადგილობრივი მართლმადედებელი ეკლესიის ტაძარი რუმინეთში, სუჩავის ჟუდეცის ჩრდილოეთ მოლდოვის რეგიონში. მონასტერი აგებულია 1532 წელს შტეფან III დიდის უკანონო შვილის, პეტრე IV რარეშის მიერ. იგი დაარსდა როგორც მუსულმანური ოსმალეთის დაპყრობების საწინააღმდეგო დამცავი ბარიერი.

მოლდოვის ეკლესიები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Manastirea Moldovita, vedere laterala.jpg
მოლდოვიცის მონასტერი
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 598
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 598
რუს.ინგლ.ფრ.

შტეფან III დიდი ქვეყანას მართავდა 1457-1504 წლებში, მან 36 ბრძოლა გამართა ოსმალო დამპყრობლების წინაშე, აქედან მოიგო 34. იგი საკმაოდ რელიგიური იყო და ყოველი მოგებული ბრძოლის შემდეგ აგებდა ტაძრებს. მისი უკანონო შვილი პეტრე IV რარეში ქვეყანას მართავდა 1527-1538 და 1541-1546, მან დაიწყო ახალი ეკლესიების მშებნებლობა ბუკოვინაში. მან მხატვრებს დაავალა მოეხატათ ეკლესიის როგორც ინტერიერი ასევე ექსტერიერი წმინდანთა და წინასწარმეტყველთა ფრესკებით და იესოს ცხოვრებისეული სცენებით.

საუკეთესო ნიმუშებია შემორჩენილი სუჩევიცაში, მოლდოვიცაში, ვორონეცში, ჰუმორში, სუჩავაში, პეტრეუცში, არბორსა და პრობოტაში. ამ მონატრებიდან რვა, მათ შორის მოლდოვიცის ეკლესია 1993 წლიდან შეტანილია იუნესკოს მოსფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მოლდოვის მოხატული ეკლესიების სახელწოდებით.

მოლდოვიცის მონასტრის ფრესკები შესრულებულია 1537 წელს თომა სუჩეველის მიერ.

მონასტერი გამოსახულია 1968 წელს გამოსულ რუმინულ საფოსტო მარკაზე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება