მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები

მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს მოლდოვასა და საქართველოს შორის. მოლდოვასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.

მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Georgia and Moldova

საქართველო

მოლდოვა

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მათ საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. 2010 წლის 19 თებერვალს, ქ. კიშინიოვში, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ორ ქვეყანას შორის, ასევე ხორციელდება პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობა ვითარდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს ელჩები მოლდოვაში

რედაქტირება
  • ავთანდილ მიქაცაძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 01.06.2012 - დღემდე
  • ილია გიორგაძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 01.02.2012-10.05.2012
  • ლევან მეტრეველი (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2008-2011 .
  • ზურაბ ბერიძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2004-2008
  • გრიგოლ ქათამაძე (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2000-2004
  • მალხაზ ჩაჩავა (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1998-2000
  • ვალერი ჩეჩელაშვილი (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1996-1998

მოლდოვის ელჩები საქართველოში

რედაქტირება
  • იგორ ბოდიუ, (რეზიდენციით ქ. ბაქო) - 19.10.2011-დღემდე.
  • იგორ ბოდიუ, (რეზიდენციით ქ. ბაქო) 2009-2011
  • იონ რობუ, (რეზიდენციით ქ. ბაქო) - 2007-2009
  • მიჰაილ ლაური, (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2005-2007
  • ნიკოლაე ჩერნომაზი, (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2003-2005
  • ალექსეი ანდრიევსკი, (რეზიდენციით ქ. კიევი) -1999-2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება