მოგრძო ტვინი
მოგრძო ტვინი (ლათ. medulla oblongata) — სენსორული და მოტორული გადართვის რეგიონი, რომლებიც ზურგის ტვინისა და თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის მოძრაობენ. იგი ყლაპვის, ცემინების, სლოკინის, გულისრევისა და სხვადასხვა ქმედებების დროს კუნთების მოძრაობას არეგულირებს; თავის ტვინის სხვა ნაწილებთან ერთად სისხლძარღვების გაფართოება-შეკუმშვის, გულისცემისა და სუნთქვის პროცესებშიც მონაწილეობს. მოგრძო ტვინში განთავსებულია რეტიკულური ფორმაციის ნაწილი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ძილ - ღვიძილის ციკლის რეგულირებასთან. მოგრძო ტვინის დაზიანება ხშირად ფატალურად მთავრდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 56.