მოგესალმებით ქარასტანში (ფილმი)
(გადამისამართდა გვერდიდან მოგესალმებით ქარასტანში)
მოგესალმებით ქარასტანში − ქართულ-რუსულ-ბრიტანულ-გერმანული კომედიური ფილმის პროექტი.
„მოგესალმებით ქარასტანში“ | |
---|---|
რეჟისორი | ბენ ჰოპკინზი |
პროდიუსერი |
მაიკ დაუნი სემ ტეილორი დანიელ ზუტა ვლადიმერ კაჭარავა |
სცენარის ავტორი | პაველ პავლიკოვსკი |
როლებში |
მეთიუ მაკფადიენი მაიენ ბერინგი ნოა ტეილორი რიჩარდ ვან ვეიდენი |
სტუდია |
20 Steps Productions Film and Music Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 2014 |
ქვეყანა | საქართველო |
ფილმის სცენები გადაიღეს ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში. პარალელურად, მიმდინარეობდა მოსახლეობის გადაღება სოფელ ძველში. გადაღებები 2013 წლის 20 თებერვალს დასრულდა. ეკრანებზე მისი ჩვენება 2014 წლისთვის იგეგმება[1].
ფილმის შესახებ
რედაქტირებამოგესალმებით ქარასტანში − ფაქიზი შავი იუმორით გაჯერებული ფილმია დაბნეულ ბრიტანელ რეჟისორზე, რომელსაც კინოაკადემიის ჯილდოები აქვს მოპოვებული. მას სტუმრად იწვევს ახლად დაარსებული სახელმწიფო, რათა მან გადაიღოს ეპიკური ფილმი კავკასიის ერთ-ერთ უცნაურ რესპუბლიკაში. საბოლოო ჯამში კი, ამ ვიზიტით რეჟისორის ცხოვრებაში ყველაზე გიჟური მოგზაურობა იწყება.[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
- ↑ დღეს საქართველოში ფილმის "ეპიკ" გადაღებები იწყება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2013-01-22.