„მმართველი პარტია“ — სახელმწიფოში არსებული მმართველი პოლიტიკური ორგანიზაციის პირობითი სახელწოდება. მმართველი პარტია უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ძალაუფლებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროში კონკრეტული ელიტების ინტერესების მხარდასაჭერად. მმართველი პარტიის გავლენა მოიცავს როგორც ეროვნულ, ასევე ლოკალურ დონეს, როდესაც ხდება მისი ან მის უკან მდგომი ელიტების ინტერესების დაცვა და განხორციელება ლოკალურ და რეგიონულ დონეზე.[1].

როგორც წესი, მმართველი პარტია ახერხებს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვებას ადმინისტრაციული აპარატის გამოყენებით, სხვა პარტიებთან შედარებით უზარმაზარი ფინანსური ნაკადების მეშვეობითა და მის კონტროლქვეშ არსებული მსხვილი მედიასაშუალებების გამოყენებით.[2].

გამოყოფენ მმართველი პარტიის ორ სახეს - ტოტალიტარული (კომუნისტური პარტია სსრკ-სა თუ ჩინეთში) და დომინანტური (რომელიც ავტორიტარულ და დემოკრატიულ სისტემებში არსებობს.[2].

მმართველი პარტიის ცნების მსგავსი სისტემები გვხვდება ასევე კარტელურ თეორიაში.[3] „მმართველი პარტიის“ კონცეფცია გავრცელებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მმართველი პარტიების მაგალითად შეიძლება გამოდგეს ედინაია რასია რუსეთში, აზერბაიჯანის ახალი აზერბაიჯანის პარტია, ყაზახეთის ნურ ოტანი[3] და საქართველოში - ქართული ოცნება.

  1. Диких А. А. Теоретические аспекты категории «партия власти» // В мире научных открытий. 2012. № 4 (28) (Гуманитарные и общественные науки). С.287-296.
  2. 2.0 2.1 Диких А. А. Партия власти в России. Современные исследования социальных проблем, № 1 (33) / 2014. ციტირების თარიღი: 2016-12-06
  3. 3.0 3.1 Isaacs, Rico (2011). Party System Formation in Kazakhstan: Between Formal and Informal Politics. Routledge, გვ. 38.