მლოკოსევიჩის იორდასალამი
მლოკოსევიჩის იორდასალამი (ლათ. Paeonia daurica) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეფოთლილია. ფოთოლი ორ-სამფოთოლაკიანია, სულ ზედა ფოთოლი მთლიანია. ორივე მხარე ან მხოლოდ ქვედა მხარე ლეგა ფერისაა, შიშველია ან ქვედა მხარეს შებუსული. ფოთლის ნაკვთები უკუკვერცხისებურია. ყვავილი ფართოდ არ არის გადაშლილი, გვირგვინი თეთრია ან მოყვითალო. სამტვერეები ყვითელია. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებში, გვხვდება მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოს ენდემია. მცენარე აღწერილია 1897 წელს ბოტანიკურ ბაღში კულტივირებული ეგზემპლარების მიხედვით.
მლოკოსევიჩის იორდასალამი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Paeonia daurica subsp. mlokosewitschii (Lomakin) D.Y.Hong | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 576.