მლივი ნაწლავი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მლივი ნაწლავი (ლათ. jejunum) — წვრილი ნაწლავის მეორე ნაწილი ხერხემლიანებში, მათ შორის ძუძუმწოვრებში, ქვეწარმავლებში და ფრინველებში. იგი წარმოადგენს თორმეტგოჯა ნაწლავის უშუალო გაგრძელებას. მლივ ნაწლავი შესამჩნევი საზღვრის გარეშე გადადის თეძოს ნაწლავში. თეძოს ნაწლავის მარჯვნივ თეძოს ფოსოსთან, გავა-თეძოს სახსრის დონეზე, უერთდება ბრმა ნაწლავს. მლივ და თეძოს ნაწლავის ყოველმხრივ დაფარულია პერიტონიუმით და აქვს ჯორჯალი.