მიჰაი გიმპუ (რუმ. Mihai Ghimpu; დ. 19 ნოემბერი, 1951 , კოლონიცა, მოლდოვა) — მოლდოვის პოლიტიკური მოღვაწე. ლიბერალური პარტიის ლიდერი. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2009-2010 წლებში.

მიჰაი გიმპუ
მიჰაი გიმპუ
მოლდოვა
მოლდოვა
მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 სექტემბერი, 2009 – 28 დეკემბერი, 2010
წინამორბედივლადიმერ ვორონინი
მემკვიდრევლად ფილატი

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აგვისტო, 2009 – 28 დეკემბერი, 2010
წინამორბედივლადიმერ ვორონინი
მემკვიდრემარიან ლუპუ

დაბადებული19 ნოემბერი, 1951
კოლონიცა, მოლდოვა
მეუღლედიმა გიმპუ
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

დაიბადა 1951 წელს სოფელ კოლონიცაში. იგი თავს რუმინელად თვლის[1]. დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით. 1948-1990 წლებში მუშაობდა იურისტად. 1990 წელს აირჩიეს პარლამენტში.

2009 წლის 28 აგვისტოს აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ. ამავე წლის 11 სექტემბერს პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი გადადგა. იმავე დღეს მიჰაი გიმპუ გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 17 სექტემბერს გააუქმა სავიზო რეჟიმი რუმინეთთან. დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში იგი მხარს უჭერდა რუსეთის ჯარის უპირობო გასვლას ოკუპირებული ტერიტორიიდან. უარი განაცხადა მოსკოვში 9 მაისის აღლუმში მონაწილეობაზე. 2010 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი, რომლის ძალითაც 28 ივნისი გამოაცხადა რუსეთის მიერ მოლდოვის ოკუპაციის დღედ (1940). 2010 წლის 28 სექტემბერს დაითხოვა პარლამენტი და 28 ნოემბრისათვის დანიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ახალმა ევროპულმა კოალიციამ მიიღო შეთანხმება დროებით პარლამენტის თავმჯდომარედ და შესაბამისად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, პრეზიდენტის არჩევნებამდე დაენიშნათ მარიან ლუპუ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Владимир Соловьев (05.05.2010). „Михай Гимпу: Россия продолжает советскую политику“ (რუსული). Газета «Коммерсантъ». შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)