ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიჯნური პეპლები - ჩინური ლეგენდარული შეყვარებულთა წყვილი ლიანგ შანბო (梁山伯) და ჟუ იანგტაი (祝英台). მათი სახელები ქმნიან ლეგენდის სათაურს (ლიანგ ჟუ; 梁祝). ლეგენდის თანახმად ჟუ იანგტაი კაცად გადაცმული იყო, როდესაც ლიანგ შამბოს დაუმეგობრდა და სიმართლის გამხილვის შემდეგ ჟუს უკვე სხვა, ოჯახის შერჩეული საქმრო ჰყავდა. წყვილი ერთმანეთს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეუერთდა პეპლების სულების სახით. XX საუკუნის 20-იან წლებში "ფოლკლორის მოძრაობამ" ლეგენდა შეარჩია ჩინეთის ოთხი უდიდესი ლეგენდის სიაში "ლეგენდა თეთრ გველზე" (ბაიშეჟუან), "ქალბატონი მენგ ჯანგი" და "ძროხების მწყემსთან და მკერავ ქალთან" (ნიულანგ ჟინუ) ერთად [1]. 2004 წელს ჩინეთის ექვსმა ქალაქმა ჩინეთის კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით განაცხადი შეიტანა ლეგენდის იუნესკოს კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შესატანად, რაც 2006 წელს მოხდა [2] დაარქივებული 2008-02-03 საიტზე Wayback Machine. .

ლეგენდა აღმოსავლეთ ჯინის დინასტიის დროს (ახ. წ. 265–420) ხდება.

ჟუ იანგტაი ქალაქ შანიაის ჟუს შეძლებულ ოჯახში მეცხრე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია. ქალებს ტრადიციულად არ უწყობდნენ ხელს განათლების მიღებაში, მაგრამ ჟუმ მამამისი დაითანხმა და კაცად გადაცმული სასწავლად გაემგზავრა. ჰანჯოუში მოგზაურობის დროს იგი იცნობს ლიანგ შანბოს - მეცნიერს კუაიჯიდან (დღევანდელი შოოშინგი). ისინი სწრაფად მეგობრდებიან და პირველი წამიდან ძლიერ კავშირს გრძნობენ. ისინი აგროვებენ მიწას და მცენარეებს და ხის ხიდის ქვეშ ძმადნაფიცობის რიტუალს ასრულებენ.

სამი წლის განმავლობაში ისინი ერთად სწავლობენ და ჟუს თანდათან უყვარდება ლიანგი, რომელიც ვერ ამჩნევს ძმაკაცის ქალურობას. ერთ დღეს ჟუ მამისგან წერილს იღებს, სადაც ის სთზოვს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში. ჟუ დაუყოვნებლივ იბარგება და ლიანგს ემშვიდობება, თუმცა გულში აღიარებს მისადმი სიყვარულს და მასთან ყოფნას აპირებს. ჟუ დირექტორის ცოლს სიმართლეს უმხელს და ლიანგისთვის ნეფრითის ყელსაბამს უტოვებს როგორც დანიშნვის საჩუქარს.

ლიანგი თავის ძმადნაფიცებს აცილებს. გზაში ჟუ ცდილობს მიახვედროს, რომ სინამდვილეში ქალია, მაგალითად მათ ორ იხვკაზმულას ადარებს, რაც სიყვარულის სიმბოლოა და წყვილებთან ასოცირდება, მაგრამ ლიანგი მაინც ვერაფერს ვერ ხვდება. ბოლოს ჟუ ხრიკს მიმართავს, ლიანგს სახლში პატიჟებს და ჰპირდება, რომ თავის დას გააცნობს. ცოტა ხნის შემდეგ ლიანგი მართლაც მოდის ჟუს სახლში და სიმართლეს იგებს. მათ უყვართ ერთმანეთი და მარადიული სიყვარულის ფიცს დებენ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მშობლებმა ჟუ უკვე გაურიგეს მდიდარ ვაჭარს. ამის გაგების შემდედ ლიანგი დარდით ავადმყოფდება და კვდება.

ჟუს ქორწილის დღეა საქორწილო პროცესიას ქარიშხალი ლიანგის საფლავის მიღმა არ უშვებს. ჟუ საფლავთან დიდ მწუხარებას გამოხატავს და საფლავს გახსნას ევედრება. უეცრად, საფლავი იხსნება, ჟუ შიგ ხტება და ლიანგს უერთდება. მათი სულები საფლავიდან პეპლების სულების სახით ფრინდებიან და აღარასდროს არ შორდებიან ერთმანეთს.

ლიანგ შანბოს ტაძარი

რედაქტირება

ჟაოჯაუს სოფელში მდებარეობს ლიანგ შანბოს ტაძარი, რომელშიც მისი და ჟუ იანგტანის ქანდაკება და მათი კუბო დგას. ითვლება, რომ სოფლის მცხოვრებლენმა ტაძარი ლიანგის პატივსაცემად ააგეს, რომელმაც მაგისტრობის დროს სოფლის მაცხოვრებლებს მდინარის ადიდებისას დაეხმარა. ტაძარში წყვილები მათ მარადიულ სიყვარულს შესთხოვენ.

წყაროები

რედაქტირება