მიხეილ მილიონშჩიკოვი

მიხეილ მილიონშჩიკოვი (დ. 13 იანვარი, 1913, გროზნო — გ. 27 მაისი, 1973, მოსკოვი) — რუსი მეცნიერი, სსრკ-ის მეცნიერთა აკადემიის აკადმეიკოსი (1962) და ვიცე-პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა გროზნოს ნავთობის ინსტიტუტი. 1934-1943 წლებში ასწავლიდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში, შემდეგ მოსკოვის საინჟნრო-ფიზიკურ ინსტიტუტში. 1944-1949 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მექანიზაცის ინსტიტუტში, შემდეგ კი ატომური ენერგიის ინსტიტუტში. 1960 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1967 წლიდან იყო დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის წევრი. უმთავრესი შრომების აქვს ტურბულენტურობის და ფილტრაციის თეორიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება