მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)
მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი (რუს. Памятник Лермонтову) — რუსი პოეტისა და პროზაიკოსის მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ადმირალტეიტის რაიონში, ალექსანდრეს ბაღში.
მიხეილ ლერმონტოვის ძეგლი Памятник Лермонтову | |
---|---|
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ალექსანდე მაქსიმოვი |
მოქანდაკე | ვასილი კრეიტანი |
მასალა | ბრინჯაო, წითელი გრანიტი |
გახსნის თარიღი | 1896 |
მიძღვნილია | მიხეილ ლერმონტოვი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1891 წელს მიხეილ იურის ძე ლერმონტოვის გარდაცვალებიდან 50 წლისთავზე სანქტ-პეტერბურგის საქალაქო დუმამ გადაწყვიტა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ასევე ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად დაედგა მათი ბიუსტები ალექსანდრეს ბაღში ფანტანთან ადმირალტეიტის წინ და გაეხსნა უფასო სამკითხველო. 1891 წლის 23 მაისს, ქალაქის დუმაში, სახალხო განათლებისა და ფინანსურმა კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება ამ ძეგლების შექმნისთვის 1 000 რუბლის გამოყოფის თაობაზე.
ძეგლის ავტორი გახდა მოქანდაკე ვასილი კრეიტანი, ხოლო თავად 1,2 მეტრის სიმაღლის ბიუსტი ჩამოასხეს ბრინჯაოსაგან კ. ბეტროს ქარხანაში 1896 წელს. ძეგლის არქიტექტორი იყო ალექსანდრე მაქსიმოვი.
ბიუსტი დაამონტაჟეს კვარცხლბეკზე, რომლის სიმაღლეცაა 2,25 მეტრი და დამზადებულია წითელი გრანიტისაგან. კვარცხლბეკზე ამოკვეთილია წარწერა, რომლის ტექსტიც შეთანხმებულია სახალხო განათლების კომისიასთან: ტექსტი ასე იკითხება:
Михаилу Юрьевичу
ЛЕРМОНТОВУ
городъ С.Петербургъ
2го октября 1814 г. — 15го июля 1841 г.
Свершитъ блистательную тризну
Потомокъ позднiй надъ тобой
И съ непритворною слезой
Промолвитъ: «онъ любилъ отчизну!»(1841 г.)
Твой стихъ, какъ божий дух
носился надъ толпой
И отзывъ мыслей благородныхъ
Звучалъ, какъ колоколъ на башнѣ
вѣчевой
Во дни торжеств и бѣдъ народныхъ
(1839 г.)
Сооруженъ въ 1896 году.
დღემდე ლერმონტოვის ძეგლი დგას ფანტანთან მ. გლიკას, ა. გოჩაკოვისა და ნ. გოგოლის ძეგლებთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Памятник М. Ю. Лермонтову. Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-02. ციტირების თარიღი: 2016-04-21.