მიხეილ კოკაია (დ. 24 დეკემბერი, 1956, სოხუმი[1] — გ. 27 სექტემბერი, 1993, იქვე) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამდივნოს თანამშრომელი, ჟიული შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში.[2] 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დახვრიტეს სეპარატისტებმა.[2] მისი და სხვა დახვრეტილების საფლავები 2018 წლამდე უცნობი იყო.[2]