ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხეილ კაკაბაძე (დ. 16 სექტემბერი, 1921 — გ. 18 მაისი, 1983) — ქართველი მწერალი და სპორტული ჟურნალისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1921 წლის 16 სექტემბერს. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1945 წლიდან მუშაობდა პრესაში. იყო გაზეთ „მოლოდოი სტალინელის“ განყოფილების გამგე, „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორის მოადგილე. 1949–1952 და 1964–1976 წლებში იყო გაზეთ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძველი სახელწოდება „ფიზკულტურელი“ და დაერქვა „ლელო“.

1953–1955 წლებში იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი, ხოლო 1961–1964 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი. ავტორია წიგნებისა: „თეთრი და მწვანე“ (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), „მეხიკო, მეხიკო“ (1972) და სხვა. გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა იური ტრიფონოვის რომანი „სტუდენტები“. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტოტალური ფეხბურთის ზეიმი: X მსოფლიო ჩემპიონატი
  • მეხიკო, მეხიკო: ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
  • თეთრი და მწვანე: საბჭოთა სპორტსმენები საზღვარგარეთ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისი – ენციკლოპედია. – თბილისი, 2002 – გვ.578.
  • საქართველო – ენციკლოპედია: ტომი IV. – თბილისი, 2018. – გვ. 473.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება