მიხეილ ვარენცოვი
მიხეილ ივანეს ძე ვარენცოვი (რუს. Михаил Иванович Варенцов; დ. 7 იანვარი 1902, სოფ. პოპოვსკაია, ახლანდ. ივანოვოს ოლქი, რუსეთი, — გ. 26 მაისი, 1977, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1953), გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1942).
მიხეილ ვარენცოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 (20) იანვარი, 1902 |
დაბ. ადგილი | Shuysky Uyezd |
გარდ. თარიღი | 26 მაისი, 1977 (75 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | გეოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სამთო აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და გუბკინის პრემია |
ვარენცოვმა დაამთავრა მოსკოვის სამთო აკადემიის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტი 1929 წელს. ის მუშაობდა ნავთობის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში, სადაც 1934 წლიდან იყო დირექტორის მოადგილე. 1949-1955 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1956-1977 წლებში — საწვავი წიაღისეულის გეოლოგიისა და დამუშავების ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ძირითადად შეეხება ნავთობაირიანი რეგიონების გეოლოგიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა შედარებითი ტექტონიკა და სტრატიგრაფია, განვითარების ისტორია და ნავთობისა და აირის საბადოების განთავსების კანონზომიერებები. ვარენცოვმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნავთობიანი რაიონების გეოლოგიურ შესწავლაში და ამ საკითხებზე 2 ათეულზე მეტი შრომა გამოაქვეყნა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Перспективы нефтеносности западной части Куринской депрессии и соседних областей Большого и Малого Кавказа, «Бюллетень Грузнефти», 1947, №1–2.
- Геологическое строение западной части Куринской депрессии, М.–Л., 1958.
- Геологическое строение области Триалетских гор и смежных районов Карталинии, «Труды Ин-та нефти», 1950, т. 1, в. 2.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზესაშვილი ვ., ვარენცოვი, მიხეილ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.