მიხეილ ელბაქიძე
მიხეილ (მუხტარ) სიმონის ძე ელბაქიძე (დ. 20 სექტემბერი, 1931, სოფ. ელბაქიანთკარი, ახლანდ.ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 2011) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-ლეიტენანტი (1988).
დაამთავრა თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი (1951), კიევის საერთო სჯარისო სასწავლებელი (1955), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1965). იყო საბჭოთა სამხედრო სამსახურში. 1955–1962 მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში. 1965 წლიდან მეთაურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელ ბატალიონს, 1967 წლიდან — პოლკს. 1972–1976 წლებში მუშაობდა დივიზიის შტაბის უფროსად, 1976–1984 წლებში — კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შტაბის უფროსად. 1982 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1988 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1984–1992 იყო საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, 1992–1994 წლებში — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი. 1994 წლიდან თადარიგშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 615.