მიხეილ გორგაძე
ქართველი სპორტის ისტორიკოსი
მიხეილ ანთიმოზის ძე გორგაძე (დ. 13 ივნისი, 1896, ქუთაისი — გ. 2 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი სპორტის ისტორიკოსი. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1961), პროფესორი (1963).
მიხეილ გორგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 ივნისი, 1896 ქუთაისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
2 მაისი, 1972 (75 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1927 წელს დაამთავრა თსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება. იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1939-1969 წლებში — ინსტიტუტის ფიზკულტურის ისტორიის და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1969 წლიდან — ამ კათედრის პროფესორი. 1967 მისი ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის მუზეუმი. 1966-1970 წლებში იყო ქსე-ის სპორტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნარკვევები საქართველოს ფიზიკური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1959;
- ფიზიკური კულტურის ისტორია, თბ., 1965.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 101-102.