მიხეილ გიგინეიშვილი (უფროსი)

ეს სტატია მიხეილ გიგინეიშვილს (1910) ეხება. ვაჟიშვილის შესახებ იხილეთ მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილი.

მიხეილ სამსონის ძე გიგინეიშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1910, სამტრედია — გ. 3 თებერვალი, 1998, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1987).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე; 1964-1970 წლებში იყო ამ კათედრის პროფესორი, 1970-1983 — კათედრის გამგე (1983 წლიდან კონსულტანტია). 1972-იდან თბილისის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. გიგინეიშვილი შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების კიბოს, ექსპერიმენტულად აქვს გამოკვლეული სამშობიარო აქტის მექანიზმი. ორსულთა სისხლის შრატში არსებული სასქესო ჰორმონები, მათთან დაკავშირებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გავლენა საშვილოსნოს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და სხვა. 1989 წელს სახელმძღვანელოებისათვის „მეანობა“ (1983) და „გინეკოლოგია“ (1987) ვაჟიშვილთან — მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1989). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება