მიხეილ გეგეშიძე
მიხეილ გეგეშიძე (დ. 7 ოქტომბერი, 1918, თბილისი) — ქართველი ენთოლოგი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).
მიხეილ გეგეშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1918 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის უნივერსიტეტი, ერთდროულად 1949 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1951-1954 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1954-1959 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1961-1966 წლებში — ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის უნივერსიტეტის საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე. 1966-1982 წლებში — ამავე უნივერსიტეტის კონკრეტულ სოციოლოგიურ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ზოგადად კულტურის ისტორიის კარდინალურ პრობლემებს (სამეურნეო ყოფა და კულტურა, თანამრდროვე ყოფა და კულტურა, ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, ეკოლოგიის კულტურულ-ისტორიული და სოციოლოგიური პრობლემები, კონკრეტული სოციოლოგიის საკითხები და სხვა). ქართულ ეთნიგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით წარმოაჩინა ბორბლის წარმოშობისა და განვითარების შესაძლებელი გზა. უძველეს ხანაში ჩასახულ სარწყავ მიწათმოქმედებას დაუკავშირა კულტურულ მცენარეთა მრავალგვარობა საქართველოში; დაამუშავა ეთნიკური კულტურების დაახლოებისა და ურთიერთგამდიდრების პრობლემა; თანამედროვეობაში ეთნიკური ტრადიციების გონივრული გამოყენების მიზნით გამოავლინა მათი ბუნება, სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ფუნქციები, შეისწავლა მათი სტაბილურობა და ტრანსფორმაციის საკითხები. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ისტორიული სურათის ფონზე წამოჭრა თანამედროვე ეკოლოგიის საკითხები, პირველმა ქართველ მეცნიერთა შორის გამოავლინა კონკრეტულ-სოციოლოგიურ კვლევათა მეთოდები საქართველოს მთის რეგიონთა სოციალური განვითარების პრობლემათა შესასწავლად; მიღებული აქვს სამი საიუბილეო და ორი საბრძოლო მედალი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (სიკვდილის შემდეგ)
- 1979 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ეკოლოგიის კულტურულ-ისტორიული და სოციალური პრობლემები საქართველოში (ავტორი). თბ., მეცნიერება, 1981. გვ. 165.
- გიორგი ჩიტაია : ქართული საბჭოთა ეთნოგრაფიის ფუძემდებელი (დაბადების 90-ე წლისთავის გამო) (ავტორი). თბ., მეცნიერება, 1980. გვ. 73.
- ეთნიკური კულტურა და ტრადიციები (ავტორი). - თბ., მეცნიერება, 1978. გვ. 204.
- სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში : ისტ. ეთნოგრ. შესწავლის ცდა (ავტორი). თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1961.გვ. 291.
- ქართული ხალხური ტრანსპორტი = Сухопутные средства перевозки = Georgische Volkstransport : ტრანსპორტის ხალხური სახეობები საქართველოში (ავტორი) // წ.1. თბ., 1956. გვ. 230.
- ადამიანთა რასები, რასიზმი და რასობრივი დისკრიმინაცია : მესტიაში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა (ავტორი). თბ., 1950. გვ. 40.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. თბ., 1997. გვ. 572.
- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში. თბ., 2012. გვ. 54.