მიხეილ გაბაევი (დ. 1862 გ. 1931) — ქართველი სამხედრო პირი.

მიხეილ გაბაევი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ანდროს ძე გაბაევმა 1884 წელს დაამთავრა ელისავეტგრადის ცხენოსანთა სასწავლებელი. მხსაურობდა კავკასიის ცხენოსანთა რაზმში. 1914 წლიდან დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის მეთაურია, რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1915 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ემიგრაციაში იუგოსლავიაში ხელმძღვანელობდა „ჩრდილოეთის დრაგუნების“ საზოგადოებას. დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV ხარისხის (1906 წ.), წმ. ვლადიმერის - IV ხარისხის, III - ხარისხის (მახვილითა და ბაფთით) წმ. სტანისლავის, წმ. ანას - IV-III-II ხარისხით, ოქროს იარაღით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიხეილ ანდროს ძე გაბაევი... // ქართული ემიგრაცია ევროპაში /გიორგი ბეჟიტაბშვილი. - თბ., 2012. - გვ. 53

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება