მიხეილ ასტაპენკო
მიხეილ ასტაპენკო (რუს. Михаил Павлович Астапенко; დ. 17 ნოემბერი, 1951, პლავნა, რსფსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა მწერალი, პროზაიკოსი და პუბლიცისტ-ისტორიკოსი. რუსეთის მწერალთა კავშირის როსტოვის რეგიონალური ორგანიზაციის მმართველობის წევრი. პეტროვსკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი.
მიხეილ ასტაპენკო | |
---|---|
სრული სახელი | მიხეილ პავლეს ძე ასტაპენკო |
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1951 |
დაბადების ადგილი | პლავნა, რსფსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | რუსული ენა |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | სსრკ, რუსეთი |
ალმა-მატერი | როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პერიოდი | 1977-დღემდე |
ჟანრი | პროზა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ ასტაპენკო 1951 წლის 17 ნოემბერს ბრიანსკის ოლქის სოფელ პლავნაში დაიბადა. 1974 წელს მიხეილ ასტაპენკომ დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა როსტოვის ოლქის დასახლება გიგანტის № 76 სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.
1975 წლიდან მუშაობდა სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
შემოქმედება
რედაქტირება1977 წლიდან დაიწყო მიხეილ ასტაპენკოს ნაწარმოებების გამოცემა. მის კალამს ეკუთვნის დონის კაზაკების ისტორიის შესახებ 650-მდე სტატია და 38 წიგნი. მიხეილ ასტაპენკოს მიერ შექმნილ მთავარ ნაწარმოებებს განეკუთვნება: „История казачества России“ (ქართ. რუსეთის კაზაკების ისტორია) 5 ნაწილად, „История донского казачества“ (ქართ. დონის კაზაკების ისტორია), „Донские казаки“ (ქართ. დონელი კაზაკები), „Атаман Платов“ (ქართ. ატამანი პლატოვი), „Донские казачьи атаманы“ (ქართ. დონელი კაზაკების ატამანები) და სხვ.
მიხეილ ასტაპენკოს პირველი წიგნი „Останется вечно монументом“ (ქართ. სამუდამოდ დარჩება მონუმენტად) 1984 წელს როსტოვის წიგნების გამომცემლობამ გამოსცა. მომდევნო წიგნი იყო „Славен Дон“ (ქართ. დიდებული დონი) (1985), მოსკოვის გამომცემლობაში გამოვიდა მისი წიგნები „И будет помнить вся Россия“ (ქართ. და ემახსოვრება მთელ რუსეთს) („Молодая гвардия“, 1986), „Атаман Платов“ (ქართ. ატამანი პლატოვი) („Современник“, 1988), როსტოვის გამომცემლობაში — წიგნები კონდრატე ბულავინზე, ატამან კალედინზე, პოეტ ნიკოლოზ ტუროვეროვზე და სხვ.
მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში „Оглашению не подлежит“ (ქართ. გამჟღავნებას არ ექვემდებარება) („მოსფილმი“ 1983) და თექვსმეტსერიან მხატვრულ ფილმში „Атаман“ (ქართ. ატამანი) („მოსფილმი“, 2005).
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირებამიხეილ ასტაპენკო — მაქსიმ გორკის სახელობის სრულიად საკავშირო ლიტერატურული კონკურსის პრემიის ლაურეატი, ვ. ზაკრუტკინის სახელობის საოლქო ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პეტრეს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი (2011).
შრომები
რედაქტირებაგამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:
- Останется вечно монументом. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1984.
- Славен Дон. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1985.
- И будет помнить вся Россия.- М.: изд-во «Молодая гвардия», 1986.
- Атаман Платов. — М.: изд-во «Современник», 1988.
- Кондратий Булавин. — Ростов-н/Д: Ростиздат, 1988.
- «…Подвиг дивный…». — Ростов-н/Д: «Приазовскiй край», 1991.
- Его назвали автором «Тихого Дона». — Ростов-н/Д: «Единство», 1991.
- Донские казаки. 1550—1920 гг. — Ростов-н/Д: «Логос», 1992.
- Донской казачий календарь. — Ростов-н/Д: «Приазовскiй край», 1994.
- Край донской казачий. — Ростов-н/Д:_Издат. Института повышения квалификации учителей,1994.
- Краткое пособие по истории Донского края. — Ростов-н/Д, изд-во РГУ, 1995.
- Донские казачьи атаманы. 1550—1920. — Ростов-н/Д:_издат. «Приазовский край»1996.
- Атаман Каледин. — Ростов-н/Д: ЗАО «Книга», 1997.
- История казачества России. — Ростов-н/Д: изд-во РГУ, 1998.
- История донского казачества. — Ростов-н/Д: «Донской издательский дом», 1999.
- История донского казачества в повествованиях и рассказах. В 10 книгах. — Ростов-г/Д: изд-во «Терра», 2000—2002.
- Атаман Платов. — Ростов-н/Д: изд-во «Гефест», 2003.
- Краткая история адвокатуры Дона. 1873—2000 (в соавт. с Е. М. Астапенко и Д. П. Барановым). — Ростов-н/Д: «Приазовскiй край», 2000.
- Душа казака. Н. Н. Туроверов (в соавт. с Е. М. Астапенко).- М.: изд-во «Русаки», 2002.
- История донского казачества. — Ростов-н/Д: изд-во «Менада», 2001.
- Донские казачьи атаманы. Дополненное издание. — Ростов-н/Д: изд-во «Гефест», 2003.
- История донского казачества. — Ростов-н/Д: ООО «Мини-Тайп», 2004.
- Природа и история родного края (в соавт. с Е. Ю. Сухаревской). — Ростов-н/Д: изд-во «Баро-Пресс», 2005.
- Природа и история родного края. Издание 2-е, дополненное. — Ростов-н/Д:_Издат. «Баро-Пресс»,2006.
- Природа и история родного края. Дополненное издание. — Ростов-н/Д:_"Баро-Пресс",2007.
- История Дона и донского казачества. — Ростов-н/Д: «Баро-Пресс», 2005.
- История Дона и донского казачества. Дополненное издание — Ростов-н/Д: «Баро-Пресс», 2007.
- История донского края. До 1920 г. (в соавт. с Е. М. Астапенко). — Ростов-н/Д: изд-во «Мини-Тайп», 2006.
- История донского края. 1920—2006 (в соавт. с Е. М. Астапенко). — Ростов-н/Д: «Мини-Тайп»,2007.
- Донские казачьи атаманы. 1550—2005. — Ростов-н/Д: изд-во «Тера-Принт», 2007.
- Николай Туроверов: казак, воин, поэт (в соавт. с Е. М. Астапенко). — Ростов-н/Д, изд-во «Странник», 2008.
- История казачества России. В 15 книгах. Книги 1 и 2. — Ростов-н/Д: изд-во «Мини-Тайп», 2008.
- Степан Разин. Историческое повествование. — Ростов-н-Д: изд-во «Странник», 2008.
ლიტერატურა
რედაქტირება- Большая биографическая энциклопедия. 2009
- Демьяненко Л., «Это мы, Астапенки…»// Л. Демьяненко //Победа. — 2002.- 9 февр.- С. 7-8.
- Майдельман О., Остров для двоих. //О. Майдельман //Аргументы и факты. — 2002. — № 10
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- Михаил Павлович Астапенко. ЦБС.
- „Счастлив, что живу на Тихом Дону…“ დაარქივებული 2017-09-20 საიტზე Wayback Machine.
- Михаил Павлович Астапенко. Союз писателей России.
- Михаил Астапенко.