მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილი მიხაილოს ძე პოდოლიაკი[1] (უკრ. Михайло Михайлович Подоляк, დ. 16 თებერვალი, 1972) — უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი.[2][3]
მიხაილო პოდოლიაკი | |
---|---|
უკრ. Михайло Михайлович Подоляк | |
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1972 (52 წლის) |
დაბადების ადგილი | ლვივი |
მოქალაქეობა |
სსრკ უკრაინა |
განათლება | Belarusian State Medical University |
ჯილდოები | Order of the Lithuanian Grand Duke Gediminas |
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს გახდა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელი.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაპოდოლიაკმა ბავშვობა ლვოვსა და ნოვოლინსკში გაატარა.
1989 წლიდან ცხოვრობდა ბელარუსში სადაც დაამთავრა ბელარუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.[4]
1990-იანი წლებიდან პოდოლიაკმა მუშაობა დაიწყო გაზეთებში FM-бульвар, Время, Народная воля და Белорусская деловая газета.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
2004 წელს პოდოლიაკმა მუშაობა დაიწყო გაზეთ Время-ში განაგრძო. იყო რედაქტორის თანაშემწე, აქვეყნებდა კრიტიკულ მასალებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. 2004 წლის 21 ივნისს მას ბელარუსის KGB-ს თანამშრომლები ესტუმრნენ და გადაეცა უწყება, სადაც ეწერა, რომ პოდოლიაკი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ის სასწრაფოდ უნდა გაძევებულიყო უკრაინაში. პოდოლიაკს ქვეყანაში ყოფნა 5 წლით აეკრძალა.[5]
ჟურნალისტური კარიერა
რედაქტირება2005 წელს მუშაობდა Української газети-ს რედაქტორად. იმავე წლიდან ის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, გავლენიანი ბიზნესმენის, ვადიმ გრიბის პიარიც გახდა, რომელმაც ის მიხაილ ბროდსკის გააცნო. ბროდსკის ეკუთვნოდა გამოცემა Obozrevate და 2006 წლიდან პოდოლიაკი მისი თანამშრომელი გახდა.
2011 წლის ივნისში, პოდოლიაკი მოხვდა იმ ექვს ჟურნალისტს შორის, რომლებიც მეჟიჰირიას რეზიდენციაში უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიწვია. ამავე წლის დეკემბერში გახდა Obozrevatel-ის მთავარი რედაქტორი.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mykhailo Podolyak on the Russian invasion: Russian troops have not gained any operational and tactical advantage in Ukraine. Office of the President of Ukraine (2022-02-26).
- ↑ Starr, Michael. Ukrainian president clarifies ironic claim that Russian attack Wednesday en-US. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ Moore, Mark. (2022-02-14) US shifts Ukraine embassy out of Kiev as Zelensky confirms invasion warning en-US. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ Maria Zhartovska, Oksana Kovalenko. (2020-04-23) У главы Офиса президента — новый консультант. Он был оппозиционером в Беларуси, провластным журналистом при Януковиче, а теперь решает кризисы во власти. Большой профайл Михаила Подоляка ru. Babel.
- ↑ Yury Svyrko. (2004-06-21) Із Білорусі депортували журналіста-українця uk. Radio Free Europe/Radio Liberty.
- ↑ Svitlana Ostapa. (2012-05-21) Михаил Подоляк: СМИ в президентских пулах должны быть лояльны к главе государства. Detector media.