მიწის შავი ხვატარი
მიწის შავი ხვატარი (ლათ. Euxoa nigricans) — მწერი პეპლების რაზმისა. მათი ფრთების შლილი აღწევს 36-38 მმ-ს. წინა ფრთები შავი ან მუქი ყავისფერია, უკანა — მუქი ნაცრისფერი. კვერცხები თეთრია, მატლი — ნაცრისფერი, ჭუპრი — მუქი ყავისფერი. ზამთრობს ნიადაგში მატლის ფაზაში, აზიანებს ბოსტნეულ და მინდვრის კულტურებს. პეპლები ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე ფრენენ. კვერცხებს დებენ ნიადაგში. საქართველოში წელიწადში ერთ თაობას იძლევა.
მიწის შავი ხვატარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Euxoa nigricans (Linnaeus, 1761) | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- რაჭველიშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 674.