მიშელ კიზევეტერის მკვლელობა
მიშელ კიზევეტერი (გერმ. Michèle Kiesewetter;[1] დ. 10 ოქტომბერი, 1984, ობერვაისბახი — გ. 25 აპრილი, 2007, ჰაილბრონი) — გერმანელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც ნეონაცისტმა ტერორისტებმა 2007 წლის 15 აპრილს ჰაილბრონში (გერმანია) მოკლეს, ხოლო მის კოლეგას ცეცხლსასროლი იარაღით თავში ესროლეს. დამნაშავეებმა 2000-2006 წლებში კიდევ ცხრა ადამიანი მოკლეს, რომელთა უმეტესობა თურქული წარმოშობის იყო.
შედეგები
რედაქტირებაკიზევეტერის მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ ეჭვი ჰაილბრონის აჩრდილზე აიღო და შეიკრა გამომძიებელთა გუნდი „Parkplatz“ („ავტოსადგომი“). 2009 წლის იანვარში „აჩრდილის“ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისა და სამხილებისთვის დაწესებული ჯილდო 300 000 ევრომდე გაიზარდა.[2][3] მალევე დადგინდა, რომ „მკვლელი აჩრდილი“ რეალურად არ არსებობდა.[4]
მოგვიანებით, პოლიციამ კიზევეტერისა და მისი კოლეგის იარაღები მოიპოვა, როცა ორმა გერმანელმა ნეონაცისტმა 2011 წლის 4 ნოემბერს აიზენახში თავი მოიკლა, რითაც „ბოსფორის მკვლელობებს“ შორის კავშირი გამოიკვეთა. ქალაქ ცვიკაუში სამი ნეონაცისტის საცხოვრებლიდან მოპოვებულ სამხილებზე აღმოჩენილმა დნმ-ის ნიმუშებმა ეს კავშირი გააძლიერა.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბუხჰოლცი, ჰელმუტ (18 აპრილი, 2012). „Polizistenmord: Neue Gedenkstele, anderer Akzent“. www.stimme.de. Heilbronner Stimme GmbH & Co. KG. Heilbronner Stimme. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ბამბის ჩხირი: პოლიცია შიშობს, რომ „სერიული მკვლელი“ უბრალოდ დნმ-ის დაბინძურების შედეგი იყო“. Spiegel Online. 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2019-08-19.
- ↑ „"Phantom von Heilbronn" hat es nie gegeben“ (German). News von Morgen. 2009-03-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-01. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
- ↑ პოლიცია შიშობს, რომ „სერიული მკვლელი“ რეალურად დნმ-ის დაბინძურებაა Der Spiegel. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2012.
- ↑ დნმ-ის ტესტი პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს ამართლებს Der Spiegel. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2012.