ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაიკლ ლაზარეს ძე „მიშა“ გელერი (რუს. Михаил Ла́заревич Геллер; დ. 23 ივლისი, 1937, მოსკოვი17 დეკემბერი, 2007, ვიუგტი) — რუსი „მევიოლე“ და კომპოზიტორი.

მიშა გელერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1937(1937-07-23)
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 2007(2007-12-17) (70 წლის)
მიშა გელერი ვიკისაწყობში

მოსკოვის წლები (1937–1978)

რედაქტირება

მიშა გელერი დაიბადა 1937 წლის 23 ივლისს მოსკოვში, ებრაელების ოჯახში. ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო 7 წლის ასაკში, თუმცა მოგვიანებით ვიოლენჩელომ გაიტაცა. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია როგორც ვიოლენჩელოს დამკვრელი და კომპოზიტორი. კომპოზიციებს პროფესორ ევგენი გოლუბოვსა და ალფრედ სჩნიტკესთან სწავლობდა.

როგორც ვიოლენჩელოს დამკვრელი, იგი დააჯილდოვეს ოქროს მედლით ჰელსინკიში გამართულ საერთაშორისო კონკურსში (1962). 1966 წელს, ალექსანდრე არენკოვთან (ვიოლინო), დიმიტრი ფერშტმანთან (ჩელო) და სერგეი პისხუგენთან (ვიოლინო) ერთად იყო კომპოზიტორთა კავშირის სიმებიანი კვარტეტის დამააარსებელი. როდესაც რუსულმა სიმებიანმა კვარტეტებმა მიაღწა საერთაშორისო აღიარებას, მათ ეწოდათ დიდი რუსი კომპოზიტორის სახელი.[1] 1969 წელს, ბელგიაში, ქალაქ ლეჟეში გამართულ საერთაშორისო სიმებიანი კვარტეტის კონკურსზე ჯგუფმა პირველი პრიზი მოიპოვა (მათ სახელი „გლინკა“ მიენიჭათ). გლინკას კვარტეტთან ერთად გელერი მსოფლიოს გარშემო მრავალ ჩვენებებს მართავდა. 1968 წლიდან მისი ემიგრაციამდე, 1978 წლამდე, იგი იყო მოსკოვში საბჭოთა კომპოზიტორთა საზოგადოების წევრი.

ცხოვრება და მუშაობა ნიდერლანდებში (1978–1994)

რედაქტირება

1978 წელს გელერი და მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა. 1978–1980 წლებში იგი უკრავდა ნიდერლანდების კამერულ ორკესტრთან ერთად, როგორც მათი მთავარი მევიოლინე.

1980 წელს იგი გახდა თავიდან ჩამოყალიბებული გლინკას კვარტეტის წევრი, რომელშიც: დიმიტრი ფერსტმანი (ჩელო), ზინო ვინიკოვი (ვიოლინო) და კეის ჰულსმანი (ვიოლინო) შედიოდა; ისინი წარმატებით ასრულებდნენ წარმოდგენებს მთელ მსოფლიოში.

გელერმა, როგორც ვიოლენჩელოს დამკვრელმა, მიიღო მრავალი სოლო შესრულება; იგი ბევრ ევროპულ ორკესტრთან ერთად უკრავდა. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი წარმოდგენები იყო მოცარტის სიმფონიური კონცერტი მევიოლინე ჟან-ჟაკ კანტორუთან და ბერლიოზის ჰაროლდი იტალიაში.

მან მონაწილეობა მიიღო საკუთარი კომპოზიციების ჩვენებაში: მაგალითად ვიოლენჩელოსა და ჩელოს დუეტი Psalm Music for 8 Strings (დ. ფერჩთმენი, ჩელო), რომლის პრემიერა 1979 წელს, ამსტერდამში, Concertgebouw-ში შედგა. აღნიშნული დუეტი ასევე შეასრულეს სხვადასხვა ევროპელმა მუსიკოსებმამა; აგრეთვე ჩაწერეს ჰოლანდიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. გელერის წარმოდგენა Fantasy for viola and piano (1980) სხვადასხვა პიანისტებთან ერთად ჩაწერა ჰოლანდიურმა სამაუწყებლო ორგანიზაციებმა: „KRO“, „VARA“, „AVRO“-მ.

გელერის კომპოზიციები შესრულდა დიდ ბრიტანეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

მისი წარმატებული კარიერა, როგორც მევიოლინე, მოულოდნელად უეცარი ინსულტით დასრულდა. იგი იძულებული გახდა შესრულებები შეეჩერებინა; ემოციური ფონის გამო შეაჩერა სწავლებაც.

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2019-12-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიშა_გელერი“-დან