მიქეა წინასწარმეტყველი
წმინდა მიქა წინასწარმეტყველი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 იანვარი, ახალი სტილით — 18 იანვარი. წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმინდანი გაათავისუფლეს. მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.