მიქელ VI
(გადამისამართდა გვერდიდან მიქაელი (საქართველო))
მიქელ VI მიქაელი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1420-1425 წლებში. მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობის განმტკიცებას. ალაგმა სამცხის სამთავროს ეპარქიის წინამძღოლის გერასიმე მაწყვერელის სეპარატისტული მოქმედება და ფიცი დაადებინა მას საქართველოს მეფისა და მცხეთის საპატრიარქოს ერთგულებაზე. მხარში ედგა ალექსანდრე I-ს თემურლენგის შემოსევათა შედეგად დაზიანებული სვეტიცხოვლის ტაძრის განახლება-მშენებლობაში.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 7, გვ. 24, თბ., 1984