მიუვატნი
(გადამისამართდა გვერდიდან მიუვათნი)
მიუვატნი (ისლ. Mývatn) — ტბა ისლანდიაში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 37 კმ². სიგრძე დაახლოებით 10 კმ, სიგანე 8 კმ. ტბაში მდებარეობს 34 ვულკანური წარმოშობის კუნძული და მრავალი მომცრო ბორცვი. იმის გამო, რომ ტბასთან ახლოს განვითარებულია ვულკანური სითბო, მიუვატნი ზოგ ადგილას არასდროს არ იყინება. ტბასთან ახლოს გვხვდება ცხელი წყაროები და გოგირდის ბუდობები. მდიდარია თევზითა და ზღვის ფრინველებით. გამდინარეა.
მიუვატნი | |
---|---|
კოორდინატები: 65°36′ ჩ. გ. 17°00′ დ. გ. / 65.600° ჩ. გ. 17.000° დ. გ. | |
მდებარეობა | ისლანდია |
სიგრძე | 10 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 37 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 4,5 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიუვატნის ტბა დაარქივებული 2011-06-16 საიტზე Wayback Machine.