მისტეიკენ-პოინტის ეკოლოგიური ნაკრძალი
მისტეიკენ-პოინტის ეკოლოგიური ნაკრძალი — უდაბური ადგილი კანადაში. მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციის ავალონის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისტაკენ-პოინტში აღმოჩენილია ედიკარიუმის პერიოდის ნამარხი ნაშთები და ამ თვალსაზრისით არის დედამიწაზე მრავალუჯრედიანი ორგანიზმების საცხოვრისი ყველაზე ძველი ადგილი[1].
მისტეიკენ-პოინტის ეკოლოგიური ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ნამარხი ნაშთი მისტეიკენ-პოინტიდან | |
ქვეყანა | კანადა |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | viii |
სია | [1] |
რეგიონი** | ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (40-ე სესია) |
ნომერი | 1497 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1497 ინგლ. • რუს. • ფრ. |
უძველესი ნამარხი ნაშთი ეკუთვნის Fractofusus misrai-ს, რომელიც აღმოაჩინა ინდიელმა გეოლოგმა შივა ბალაკ მისრამ 1967 წლის ივნისში. ნაკრძალი დაარსდა 1987 წელს, ხოლო 2009 წელს მოხდა მისი გაფართოება, მას შემდეგ რაც მეტი ნამარხი ნაშთები აღმოაჩინეს[1].
ნამარხი ცხოველების ადგილი მისტეიკენ-პოინტი 2016 წლის 17 ივლისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2][3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი
- Management Plan დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mistaken Point Ecological Reserve. Government of Newfoundland and Labrador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 July 2016.
- ↑ Mistaken Point en. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 17 July 2016.
- ↑ MacEachern, Daniel. „Newfoundland's Mistaken Point named UNESCO World Heritage site“. CBC News. ციტირების თარიღი: 17 July 2016.