მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი — მირზა გელოვანის სახელობის, მემორიალური მუზეუმი საქართველოში. მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის, ვაჟა-ფშაველას ქ. 11-ში.
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
42°06′40″ ჩ. გ. 44°57′57″ ა. გ. / 42.1113222° ჩ. გ. 44.9660333° ა. გ. | |
დაარსდა | 1983 წ. |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | საქართველო, თიანეთის მუნიციპალიტეტი, თიანეთი, ვაჟა-ფშაველას ქ. 11. |
სტატუსი | ააიპ |
ექსპონატი | 1584 |
კლასიფიკაცია | მემორიალური |
ისტორია
რედაქტირებამუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის მირზა გელოვანის (1917-1944 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ.