მირეი ბალესტრაზი (ფრანგ. Mireille Balestrazzi; დ. 2 სექტემბერი, 1954) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, ინტერპოლის პრეზიდენტი 2012 წლის 8 ნოემბრიდან 2016 წლამდე, პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.

მირეი ბალესტრაზი

ბალესტრაზი პოლიციის კომისარი 1975 წელს გახდა. იგი ცნობილი ბორდოსა და კორსიკაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით გახდა.

2010 წლიდან ბალესტრაზი ევროპაში ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მანიუელ ვალსმა განაცხადა, რომ ბალესტრაზი „იმ ქალებს ეკუთვნის, რომლებითაც ფრანგული პოლიცია ამაყობს“[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება