მიო, ჩემო მიო (ფილმი)

მიო, ჩემო მიო (შვედ. Mio min Mio, ინგლ. Mio in the Land of Faraway) — რეჟისორ ვლადიმერ გრამატიკოვის ეპიკური ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი, რომელიც ეფუძნება ასტრიდ ლინგრენის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს. გადაღებულია სსრკ-ის, შვედეთის და ნორვეგიის შემოქმედებითი კოლექტივების მიერ.

„მიო, ჩემო მიო“
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
რეჟისორი ვლადიმერ გრამატიკოვი
პროდიუსერი ინგემარ ეივე
სცენარის ავტორი უილიამ ოლდრიჯი
ეფუძნება „მიო, ჩემო მიო“
ასტრიდ ლინდგრენი
როლებში ნიკოლას პიკარდი
კრისტიან ბეილი
კრისტოფერ ლი
სიუზანა იორკი
იგორ იასულოვიჩი
ლიუბოვ გერმანოვა
კომპოზიტორი ბენი ანდერსონი, ანდერს ელიასი
ოპერატორი ალექსანდრე ანტიპენკო, კიელ ვასდალი
მონტაჟი დარეკ ჰოდორი
სტუდია სსრკ - მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდია, სოვინფილმი
ნორვეგია - Filmhuset AS, Norway Film Development
შვედეთი - შვედეთის კინოინსტიტუტი, Nordisk Tonefilm International
გამოსვლის თარიღი სსრკ:
ივლისი 1987 (მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი)
ნორვეგია:
18 აგვისტო 1987 (ნორვეგიის საერთაშორისო კინოფესტივალი)
შვედეთი:
16 ოქტომბერი 1987
აშშ:
მაისი 1988
ხანგრძლივობა 99 წთ.
ქვეყანა ნორვეგია, სსრკ, შვედეთი
ენა ინგლისური, შვედური (დუბლირება), რუსული (დუბლირება)
ბიუჯეტი 55.000.000 შვედური კრონა

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ნიკოლას პიკარდი (მიო), კრისტიან ბეილი (იუმ-იუმი), კრისტოფერ ლი (კატო), სიუზანა იორკი (ფეიქარი), იგორ იასულოვიჩი (ენო) და ლიუბოვ გერმანოვა (იუმ-იუმის დედა).

გადაღებები მიმდინარეობდა ყირიმში, შვედეთსა და შოტლანდიაში. ფილმი ევროპულ გაქირავებაში 1987 წელს გამოვიდა, ხოლო აშშ-ში, შეცვლილი სახელწოდებით - 1988 წელს. მთავარი მუსიკალური თემის ავტორები არიან ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი, ხოლო შემსრულებელი - შვედური დუეტი Gemini. ფილმი იმ დროისთვის ასტრიდ ლინდგრენის სიცოცხლეში გადაღებული ყველაზე ძვირი ეკრანიზაცია იყო. მიუხედავად იმისა, ამსტერდამში მან Cinekid Film-ის ჯილდო მიიღო, შვედეთში კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და ლინდგრენის ნაწარმოების სუსტი ეკრანიზაციად ჩათვალეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება