მინინისა და პოჟარსკის ობელისკი

მინინისა და პოჟარსკის ძეგლი (რუს. Обелиск Минина и Пожарского) — ძეგლი ნიჟნი-ნოვგოროდში. ეძღვნება კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის ხსოვნას. აღმართეს 1828 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე. პროექტის ავტორია არქიტექტორი აბრაამ მელნიკოვი, ბარელიეფი კი შეიქმნა ივან მარტოსის ესკიზის მიხედვით.

მინინისა და პოჟარსკის ობელისკი
Обелиск Минина и Пожарского
კოორდინატები 56°19′44″N 44°00′09″E / 56.328889° ჩ. გ. 44.0025° ა. გ. / 56.328889; 44.0025
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მარტოსი, აბრაამ მელნიკოვი
დაწყების თარიღი 1825
დასრულების თარიღი 1828
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210024021

1794 წელს ისტორიკოსი ნ. ილინსკი ნიჟნი-ნოვგოროდში ჩავიდა კუზმა მინინზე ინფორმაციის მოგროვების მიზნით. ისტორიკოსმა მის საფლავზე ვერც ძეგლი ნახა და ვერც ვერანაირი წარწერა. მან წინადადება წამოაყენა საფლავზეძეგლი აღემართათ. 1804 წლიდან სკულპტურულ კომპოზიციაზე მუშაობდა ივან მარტოსი. 1809 წელს ესკიზზე მუშაობა დასრულდა და გუბერნიაში გამოცხადდა თანხების შეგროვების შესახებ. 1811 წლისათვის შეგროვდა 18 000 რუბლი, მაგრამ ამავე წლის 15 თებერვალს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძეგლი უნდა აღმართულიყო მოსკოვში.

1818 წლის 20 თებერვალს ძეგლი აღმართეს წითელი მოედნის ცენტრში, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამხატვრო აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი ობელისკის შექმნის შესახებ, რომელიც აღიმართებოდა ნიჟნი-ნოვგოროდში. კონკურსში გაიმარჯვა აბრაამ მელნიკოვისა და ივან მარტოსის პროექტმა. ავგუსტინ ბეტანკურის წინადადებით იგი აღმართეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ცენტრში, მაგრამ 1825 წელს მცირედ შეცვალეს გეგმები. 1828 წლის 15 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდის გარნიზონის სამხედრო აღლუმის შემდეგ ობელისკი გახსნეს.

ტექნოლოგია

რედაქტირება

ობელისკი შედგებოდა 15 ნაჭერი გრანიტის ფილისაგან, რომელიც მოჭრეს კარელიის კარიერებში, ხოლო ბარელიეფი ივან მარტოსის ესკიზით ჩამოასხეს სამხატვრო აკადემიის სახელოსნოში. 1827 წელს გრანიტი ჩამოიტანეს ნიჟნი-ნოვგოროდში, მაგრამ გადმოტვირთისას მოტყდა ობელისკის ზედა ნაწილი. საქმის დასამთავრებლად და ობელისკის დასაყენებლად 1828 წელს ნიჟნი-ნოვგოროდში ჩავიდნენ მარტოსი და მელნიკოვი გრანიტის სპეციალისტებთან ერთად. ობელისკის სიმაღლე ორი მეტრით შეამცირეს.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

ობელისკი არის ნიჟნი-ნოვგოროდში ოთხიდან ერთ-ერთი ძეგლი, რომელიც ეძღვნება კუზმა მინინს, ორიდან ერთი, რომელიც ეძღვნება კუზმა მინინსა და დიმიტრი პოჟარსკის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Филатов Н. Ф. Нижний Новгород. Архитектура XIV — начала XX в. ННг., 1994.