მინა თომას ძე როინიშვილი (დ. 1874 — გ. 19 ივნისი, 1916) — რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი (1916).

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1898). სხვადასხვა დროს მსახურობდა იმიერკასპიის მე-3 მსროლელ, თურქესტანის მე-15 მსროლელ და თურქესტანის მე-13 მსროლელ პოლკებში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). განსაკუთრებით თავი გამოიჩინა თავი 1916 წლის ივნისში ოსმალთა გამაგრებული სიმაღლეების იერიშისას ბაიბურთთან. ამავე ბრძოლაში დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1917). ასევე მიღებული ჰქონდა წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით) და წმ. სტანისლავის II (მახვილებით) ხარისხის ორდენები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება