მიმდინარე ხელოვნების ახალი მუზეუმი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსოფლიო მონაპოვარი მეოცე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიმდინარე ხელოვნების ახალი მუზეუმი (ინგლ. New Museum of Contemporary Art) — დაარსდა 1977 წელს მარშა ტაკერმა და ერთადერთი მუზეუმია ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც სრულიად ეთმობა მსოფლიოს მიმდინარე (თანამედროვე) ხელოვნებას. გასული ხუთი წლის განმავლობაში მუზეუმმა გამოფინა არგენტინელ, ბრაზილიელ, კამერუნელ, ჩინელ, ჩილელი, კოლუმბიელ, კუბელ, გერმანელ, პოლონელ, ესპანელ, თურქ და სხვა ამომავალ ხელოვანთა ნამუშევრები. მუზეუმში ძირითადად გამოტანილია ნაკლებად დამკვიდრებული ან სრულიად უცნობი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა გარკვეული ნაწილი შემდგომში სახელგანთქმული გახდა (მათ შორის ანა მენდიეტა, უილიამ კენტრიჯი, დევიდ ვოინაროვიჩი, პოლ მაკარტი და ანდრეა ზიტელი).

მუზეუმის შენობა ბოვერიზე, ნიუ-იორკი.

2007 წლის დეკემბერში მუზეუმმა გადაინაცვლა მის ახალ ბინაში 235 ბოვერის ქუჩაზე, პრინსის ქუჩის გადაკვეთასთან. ამ ახალმა შენობამ, რომელიც ტოკიოს ფირმა სეძიმა + ნისიძავამ და ნიუ-იორკის ფირმა გენსლემა დააპროექტა, მნიშვნელოვნად გაზარდა მუზეუმის საგამოფენო ფართი. თვით შენობა, მისი დიზაინით, მყისვე გახდა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.