მილსადენი (საიდუმლო მასალები)
მილსადენი (Conduit) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 1 ოქტომბერს.
„მილსადენი“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი | |||||||
კევინ მორისი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 4 | ||||||
სცენარი | ალექს განსა, ჰოვარდ გორდონი | ||||||
რეჟისორი | დენიელ სეკჰაიმი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ჩარლზ ჩოფი, დონ ჯიბი | ||||||
მუსიკა | მარკ სნოუ | ||||||
კოდი | 01-104 | ||||||
ეთერი | 1 ოქტომბერი, 1993 | ||||||
|
სიუჟეტი
რედაქტირებაოკობოჯის ტბის პარკთან მდებარე სახლიდან ქარება გოგონა რუბი მორისი. ვაშინგტონში ბლევინსი ეუბნება სკალის მალდერის დაზე, რომელიც გაქრა 21 წლის წინ. მალდერი უხსნის სკალის, რომ სიუ სიტიში 1967 წელს უკვე მომხდარა ადამიანთა გაქრობის მოვლენები, რაშიც, მისი აზრით, ამო-ების ხელი ურევია.
სიუ სიტიში ჩასულები, აგენტები ისმენენ სხვადასხვა მცდარ ისტორიას რუბის გაქრობაზე, მაგრამ ყველა ადანაშაულებს რუბის მეგობარ ბიჭს, გრეგს, რომელმაც, მათივე თქმით, დააფეხმძიმა რუბი. აგენტები მას ვერ პოულობენ, მაგრამ ზოგიერთი ურჩევს, ოკაბოჯიზე ეძებონ იგი.
პარალელურად რუბის უმცროსი ძმა კევინი აკეთებს ჩანაწერებს, რომლებიც აღმოჩნდება სახელმწიფოს საიდუმლო სატელიტური სიგნალების ჩანაწერები და ხელისუფლების აგენტები ეძებენ მორისების სახლში ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც მოწმობს მათ ქმედებებზე.
მალდერი და სკალი ტბასთან აღმოაჩენენ ქვიშას, რომელიც შუშად არის ქცეული. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი პოულობენ მკვდარ გრეგს, რომელსაც ხელში აქვს ჩანაწერი მითითებით, რომ მან დააფეხმძიმა ტესა და არა რუბი.
მორისის სახლში დაბრუნებული აგენტები აღმოაჩენენ კევინის მიერ იატაკზე დაწერილ სიმბოლოებს, ზედხედით კი ისინი ადგენენ რუბის სახეს. ტბაზე დაბრუნებულები, მალდერი და სკალი პოულობენ რუბისაც და კევინსაც. რუბი ამბობს, რომ გატაცებაზე არაფრის თქმას აპირებს.
ვაშინგტონში დაბრუნებული სკალი ისმენს ფირებს, რომლებზეც ჩაწერილია მალდერის საუბრები ჰიპნოზის დროსაც, როდესაც ის ცდილობდა თავისი დის გატაცების ისტორიის გახსენებას.