მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია
მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია (იტალ. Militello in Val di Catania, სიცილ. Militeddu) — კომუნა იტალიის კუნძულ სიცილიაზე. მდებარეობს კატანიის პროვინციაში, ქალაქ პალერმოდან 160 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, იბლეის მთების კალთებზე. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 7 939 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |
---|---|
მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია Militello in Val di Catania | |
ქვეყანა | იტალია |
კოორდინატები | 37°17′00″ ჩ. გ. 14°47′00″ ა. გ. / 37.28333° ჩ. გ. 14.78333° ა. გ. |
ფართობი | 62.2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 413 მ |
მოსახლეობა | 7 939 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 127.6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 095 |
საფოსტო ინდექსი | 95043 |
საავტომობილო კოდი | CT |
ოფიციალური საიტი | comunemilitello.it |
მილეტოსთვის ოქროს ხანა XVII საუკუნეში დადგა, მაგრამ თითქმის მთლიანად დაინგრა 1693 წლის მიწისძვრის შედეგად. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ქალაქს მრავალი ახალი არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუში შეემატა.
ვალ-დი-ნოტოს სხვა ქალაქებთან ერთად, 2002 წელს მილეტო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398 ინგლ. • რუს. • ფრ. |