მილენიუმ ტაუერი (როტერდამი)
მილენიუმ ტაუერი (ნიდერლ. Millenniumtoren) — ცათამბჯენი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. 35 სართულიანია, შენობის ძირითადი ნაწილის სიმაღლეა 130,8 მ, ანტენის ჩათვლით 149 მ. ემსახურება 12 ლიფტი. მშენებლობა მიმდინარეობდა 1997-2000 წლებში. ამჟამად შერეული გამოყენებისაა, რომელიც შეიცავს სასტუმროებს, აპარტამენტებს, ოფისებსა და სხვ. მშენებლობის დასრულებისთანავე იგი სიმაღლით ნიდერლანდების რიგით მე-2 შენობა გახდა. არქიტექტურული სტილი მოდერნისტულია.
მილენიუმ ტაუერი | |
ინფორმაცია | |
---|---|
მისამართი | როტერდამი, ნიდერლანდები |
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 1997 - 2000 |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 130,8 მ / 35 სართ. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მილენიუმ ტაუერი – ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-09-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)