მილაცოს ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა ბიზანტიის იმპერიასა და აღლაბიდებს შორის. გაიმართა 888 წლის ოქტომბერში სიცილიის ჩრდილოეთით. ბრძოლა ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც მილაცოს მეორე ბრძოლა. პირველ ბრძოლად მოიხსენიებენ 880 წლის სტელაის ბრძოლას[1].
888 წელს აღლაბიდებმა გემებით ახალი ჯარი გაგზავნეს იტალიაში. მათი მთავარი მიზანი კალაბრიის დაპყრობა იყო. მათ გზაში კონსტანტინოპოლის საიმპერიო ფლოტის ესკადრილია შეხვდათ. ბრძოლის შესახებ მხოლოდ არაბული წყაროები მოგვითხრობენ. ბრძოლა აღლაბიდთა გამარჯვებით დამთავრდა — 5000 ბიზანტიელი დაიხრჩო, 2000 ბრძოლისას დაიღუპა[2].
ამ დამარცხების შემდეგ, ბიზანტიელებმა ბევრი ციხე-სიმაგრე მიატოვეს სიცილიაში.
- Eickhoff, Ekkehard (1966). Seekrieg und Seepolitik zwischen Islam und Abendland: das Mittelmeer unter byzantinischer und arabischer Hegemonie (650-1040) (in German). De Gruyter
- Pryor, John H.; Jeffreys, Elizabeth M. (2006). The Age of the ΔΡΟΜΩΝ: The Byzantine Navy ca. 500–1204. Leiden, The Netherlands and Boston, Massachusetts: Brill Academic Publishers. ISBN 978-90-04-15197-0.
- ↑ Eickhoff 1966, pp. 237, 243.
^ Jump up to: a b
- ↑ Eickhoff 1966, p. 243.