მიგულინსკაიის მღვიმეები

მიგულინსკაიის მღვიმეები (რუს. Мигулинские пещеры) — ცარცული ეპოქის ორი მღვიმე[1], მდებარეობს დონის როსტოვის ვერხნედონის რაიონის სოფელ მიგულინსკაიის ახლოს[2], მდინარე დონის მარჯვენა ნაპირზე.

მიგულინსკაიის მღვიმეები
Мигулинские пещеры
კოორდინატები: 49°42′48″ ჩ. გ. 41°14′26″ ა. გ. / 49.71333° ჩ. გ. 41.24056° ა. გ. / 49.71333; 41.24056
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ვერხნედონის რაიონი
აღმოჩენის წელი XX საუკუნე
შესასვლელთა რაოდენობა 2
ამგებელი ქანები ცარცული
მიგულინსკაიის მღვიმეები — რუსეთი
მიგულინსკაიის მღვიმეები
მიგულინსკაიის მღვიმეები — როსტოვის ოლქი
მიგულინსკაიის მღვიმეები

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მიგულინსკაიის მღვიმეები უფრო ძველია, ვიდრე თავად მიგულინსკაია, რომლის ასაკიც შეადგენს ექვს საუკუნეს ან შეიქმნა იმავე წელს როდესაც სოფელი[3], ხოლო პირველი კელიები ჩამოყალიბდა თათარ-მონღოლთა ბატონობის პერიოდში. მონასტერი მიწისქვეშ და არა ზედაპირზე უნდა აშენებულიყო მხოლოდ ერთი მოსაზრებით - უსაფრთხოების გამო, იგი კარგი თავდაცვითი ნაგებობა იქნებოდა მტრების თავდასხმის პერიოდში.

გარდა ამისა, ის შეიძლება ყოფილიყო თავშესაფარი. არსებობს ლეგენდა და მტკიცებულებები, რომ არსებობდა გვირაბი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მდინარე დონის მეორე მხარეს გადასვლა. დროთა განმავლობაში მონასტერი დაინგრა არასასიამოვნო გარე ფაქტორების გამო.

ზუსტი თარიღი თუ როდის დასახლდნენ მღვიმეში ბერები, ცნობილი არ არის, თუმცა 1700 წელს ისინი აქ უკვე იყვნენ. XX საუკუნის დასაწყისში გამოქვაბულში ცხოვრობდა ორი განდეგილი ბერი, რომელთაგან ერთ-ერთი 1920-იან წლებშიც აქ რჩებოდა. XXI საუკუნის დასაწყისში ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როსტოვის ალპინიზმის ფედერაციის სპელეოლოგები და ჟურნალისტი ქალი[4], ჩაატარა საკუთარი კვლევა[2].

მიგულინსკაიის მღვიმეების შემადგენლობაში შედის ძველი და ახალი მღვიმე[4]. ოდესღაც აღნიშნული მღვიმეები დაკავშირებული იყო, მაგრამ ახლა გასასვლელი დანგრეულია[2] და ერთი მღვიმიდან მეორეში გადასასვლელად მიწის ზემოთ ამოსვლაა საჭირო. მღვიმეებში შესასვლელი ძალზედ ვიწროა, რაც ალბათ გამოწვეულია იმით, რომ დაცული ყოფილიყო გარე სამყაროსაგან. რამდენიმე ადგილას დატანებულია სათოფურები[3]. გამოქვაბულის კორიდორები დაქანებულია 20 გრადუსით. დერეფნების სიგანე 0,8 მეტრიდან 1,2 მეტრამდეა, ხოლო სიმაღლე 1,8 მეტრიდან 2 მეტრამდე. მღვიმეების სახელწოდება, ახალი და ძველი, პირობითია, რადგან ორივე მღვიმე ერთ პერიოდშია შექმნილი. ახალი მღვიმე ერთ-ერთ მათგანს ეწოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოგვიანებით აღმოაჩინეს[4].

ძველი მღვიმე

რედაქტირება

ძველი მღვიმის შესასვლელთან, რომელიც ფლატეზეა, მივყავართ კლდის ბილიკს. ფლატეს სიღრმეა 80 მეტრი[2]. შესასვლელი მდებარეობს მდინარის დონიდან 30 მეტრზე. მღვიმემდე მისასვლელი გზის საერთო სიგრძეა 120 მეტრი. მკვლევარები გამოყოფენ 3 დერეფანს, რომელთაგან ერთ-ერთში 5 კელიაა. კედლებზე შემონახულია წარწერები, მათ შორის საეკლესიო სლავურ ენაზე. წარწერები შესრულებულია ნახშირით. კედელშო მოწყობილია ნიშები ხატებისათვის. ცალკე ოთახში არის ჭა, რომლის წყალიც თეთრი შეფერილობისაა კირქვის გამო. XXI საუკუნის დასაწყისში აქ წყალი უკვე აღარ იყო. ჭის დიამეტრი იყო 1 მეტრი, ხოლო სიღრმე ოდნავ მეტი[4].

გამოქვაბულის სხვა დერეფნებშიც გვხვდება წარწერები, რომლებიც შესრულებულია 1906, 1918 და 1930 წლებში[4]. ასევე შეიცავს გვიანი პერიოდის წარწერებს, ძირითადად სახელებს, გვარებს და თარიღებს[5].

ახალი მღვიმე

რედაქტირება

ახალი მღვიმე მდებარეობს ძველი მღვიმიდან 50 მეტრის დაშორებით. მისი შესასვლელი მცირე ზომისაა, მაგრამ ინტერიერი უფრო დიდია ვიდრე ძველი მღვიმისა[4]. შემონახულია რამდენიმე მოჩუქურთმებული ფანჯარა. მღვიმის ტემპერატურა არ აღემატება 10 გრადუსს. მღვიმის კედელზე გამოსახულია ჯვარი.

  1. Что интересного, удивительного и загадочного можно увидеть в Ростовской области?//Пик. Информационный портал Каменска-Шахтинского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Матвей Гречко. Легенды метро и подземелий. Издательство АСТ, 2015 г. — 330 с.
  3. 3.0 3.1 Засекреченные станции метро Москвы, Санкт-Петербурга и других городов, 2013 год, с.352
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Пещеры Придонья: «Мигулинские пещеры». Автор Галина Тимофеева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-30. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  5. Ростовские диггеры раскрывают свои секреты//«МК на Дону»