მთისძირის მეოთხე ეკლესია
მთისძირის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში, „თელავის ყურის“ მთაზე. თარიღდება ადრეული შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,3 X 5,9 მ), ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. დანგრეულია. მეტ-ნაკლები დანაკარგებით მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი და საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი. ინტერიერი ამოვსებულია ქვებითა და მიწით.
აღმოსავლეთით ეკლესია დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. აფსიდის შუაში სარკმელია, მის გვერდებზე კი თითო ოთხკუთხა ნიშა. ჩრდილოეთ ნიშის ზემოთ პატარა, გეგმით მრუდხაზოვანი მოხაზულობის ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 406.