მთიბლური
მთიბლური — ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერა. სრულდება თიბვის დროს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. თუშურ-ფშაურ-ხევსურული მთიბლური ერთხმიანია, ქართლური და კახური — სამხმიანი. სიმღერის მოტივს გვრინს უწოდებენ. მთიბლურის ცხრამარცვლიანი ტაეპი 2 მუხლისაგან (5-4) შედგება. ეს საზომი დამახასიათებელია უძველეს წარმართულ ხუცობა-ქადაგებათა და ხმითნატირალითა ტექსტებისათვს, ამიტომ მთიბლურის წარმოშობაც წინაქრისტიანულ ხანას მიეწერება. მთიბლური პირველად დიმიტრი არაყიშვილმა ჩაიწერა ხევსურეთში და გამოაქვეყნა კრებულში «Грузинское народное музыкальное творчество» (М., 1916).
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური დ., მელექსეობა ხევსურეთში, თბ., 1974;
- ოჩიაური თ., ხევსურული მთიბლური სიმღერა-გვრინი, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
- გოგოჭური დ., ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 671