გვრინიმთიბლური სიმღერის კილო. სრულდებოდა ინდივიდუალურად, თიბვის დროს ცელის მოძრაობის რიტმთან შეწყობით; უმთავრესად გავრცელებულია ფშავ-ხევსურეთში. გვრინის ტექსტებად იყენებენ როგორც შრომის, ისე საყოფაცხოვრებო, სატრფიალო თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებს, აგრეთვე "ხმით ნატირლებს".

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ოჩიაური თ., ხევსურული მთიბლური სიმღერა-გვრინი, «მიმომხილველია», 1951, ტ. 2;
  • შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზი, ტ. 1 - ხევსურული, ტფ., 1931;
  • გოგოჭური დ., ქსე, ტ. 3, გვ. 149, თბ., 1978