მთვარის ჰალო
მთვარის ჰალო (22°-იანი ჰალო, მთვარის რგოლი) — ოპტიკური ფენომენის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც შემთხვევით მზის ან მთვარის გარშემო წარმოქმნის 22°-იან წრეს (მას მთვარის რგოლს ან ზამთრის ჰალოსაც უწოდებენ). წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზის შუქი გარდატყდება ატმოსფეროში არსებული მილიონობით ქაოსურად ორიენტირებული მრავალკუთხედი ყინულის კრისტალების საშუალებით. ჰალო დიდია; მისი რადიუსი, უხეშად რომ შედარდეს, არის შენი მხრებიდან გაშლილი ხელების ზომის.[1]
როდესაც შუქი მრავალკუთხედი ყინულოვან პრიზმების 60°-იან წვეროში გაივლის, ის ორჯერ გადაიხრება, რაც ვლინდება გადახრილი კუთხეებით 22°-დან 50°-მდე. მინიმალური გადახრის კუთხე თითქმის 22°-ია ან უფრო განსაკუთრებული შემთხვევაში, საშუალოდ21,84°; წითელ სინათლეზე ის 21.54°–ია და ლურჯზე 22,37°. ტალღის სიგრძეზე დამოკიდებული ვარიაცია გარდატეხაში იწვევს წრის შიდა კუთხეების მოწითალო ფერს, ხოლო გარეთა კუთხეები მოლურჯოდ გვევლინება. როდესაც სინათლე არ გარდატყდება 22°-ზე მცირე კუთხეზე, მაშინ ჰალოში დანახული ცა უფრო მუქი და ბნელია.[2] [3] 22°-იანი ჰალოს დანახვა წელიწადში 100-ჯერაცაა შესაძლებელი.[1]
ლეგენდაში ნათქვამია, რომ მთვარის რგოლები გვაფრთხილებენ შტორმების მოახლოებას. სხვა ჰალოების მსგავსად, 22°-იანი ჰალოები ჩნდებიან, როდესაც ცა დაფარულია თხელი ბუმბულისებრი ღრუბლებით, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ჩნდებიან დიდ შტორმამდე.[4]
მსგავსი ფენომენი, სახელად „გვირგვინები,“ გამოწვეულია წყლის წვეთებით და ისინი ბევრად უფრო პატარები და უფრო ფერადები არიან, ვიდრე 22°-იანი ჰალოები.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Halo September 27 2012, from India დაარქივებული 2014-02-21 საიტზე Wayback Machine.
- www.paraselene.de - 22° halo Jun 24, 2006
- Timelapse of top portion of a 22° halo
- Photo of Halo[მკვდარი ბმული]
- 22° halo Jul 3, 2011, Cambodia დაარქივებული September 27, 2020[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- 22° solar halo video 14th March 2012, Sydney Australia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Pretor-Pinney, Gavin (2011). The Cloud Collector's Handbook. San Francisco, California: Chronicle Books, გვ. 120. ISBN 978-0-8118-7542-4.
- ↑ Carl R. Nave. The 22° Halo. Georgia State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-01. ციტირების თარიღი: 2007-04-18.
- ↑ Les Cowley. 22° Halo Formation. Atmospheric Optics. ციტირების თარიღი: 2007-04-15. (Including excellent illustrations and animations.)
- ↑ Harrison, Wayne (February 1, 2012). „Nelson: Ring Around Moon Sign Of Approaching Storm“. The Denver Channel. Denver. TheDenverChannel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2012. ციტირების თარიღი: February 4, 2012.
- ↑ Les Cowley. 22° Circular halo. Atmospheric Optics. ციტირების თარიღი: 2007-04-15.