მთა-ტყის ნიადაგი
მთა-ტყის ნიადაგი, ნიადაგის ტიპების ჯგუფი, რომელთა სხვადასხვაობას განაპირობებს რელიეფის მდებარეობა, სიმაღლე, დაქანება, მცენარეულო საფარი, ქანები და სხვა. სხვადასხვაობა უფრო ძლიერ ვლინდება ნიადაგის დენუდაცია-ეროზიის დროს და დამოკიდებულია მთის გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ტიპური მთა-ტყის ნიადაგია ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჰუმუსიანობით, სისქით, გაეწრებით და სხვა.ტყის ყომრალი ნიადაგი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მთა-ტყეთა ქვედა და შუა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - შუა ნაწილში; აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყეთა ქონის ქვედა ნაწილში ტყიე ყავისფერი ნიადაგია. მთა-ტყის ზედა სარტყელში ჭარბობს გაეწრებული ყომრალი ნიადაგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შევარდნაძე მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665.