მთაწმინდის ხანძარი (2017)
მთაწმინდის ხანძარი — საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მთაწმინდის მთაზე მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს ეკიდა. [1]
ხანძრის შესახებ პირველი ცნობები 22:29 საათზე გავრცელდა. ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს გაუჩნდა, ხანძრის ფართობი სწრაფად გაიზარდა და მთაწმინდის ეშმაკის ბორბალს მიუახლოვდა.[2]
ადგილზე მალევე მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. პრესის ინფორმაციით, რთული რელიეფის პირობებში ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებს უძნელდებოდათ. [2]
ხანძრის ადგილზე მისული თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვერტმფრენების გამოყენების თაობაზე; მოგვიანებით, მისივე სიტყვებით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას სპეციალური ვერტმფრენი არ მიიღებს, რადგანაც „ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო.“ [3]
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები. [4]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პირველი არხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-08. ციტირების თარიღი: 2017-08-09.
- ↑ 2.0 2.1 ტაბულა
- ↑ ნარმანია
- ↑ 4.0 4.1 ტაბულა - მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია