მზიური — ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. გაიხსნა 1982 წელს. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.

2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზიანდა პარკის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული. 2019–2020 წლებში პარკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რის დროსაც აღადგინეს 2015 წელს განადგურებული პარკის ქვედა ნაწილი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მზიურის პარკის რეაბილიტაცია სრულდება. imedinews.ge (18 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-18. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.