მზის ჩასვლა მონმაჟურში
მზის ჩასვლა მონმაჟურში — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1888 წლის 4 ივლისს,[1][2][3] პრეიოდში, როდესაც მხატვარი არლში ცხოვრობდა. ნახატზე ასახულია მონმაჟურის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, მისი ფონი.[1][4] ნამუშევრის ზომაა 73.3 x 93.3 სმ. 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2014 წლის 14 იანვრამდე ის ინახებოდა ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.[4]
მზის ჩასვლა მონმაჟურში | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | და |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 73.3 |
სიგანე | 93.3 |
ქალაქი | ამსტერდამი |
მუზეუმი | ვან გოგის მუზეუმი |
ისტორია
რედაქტირებანამუშევარი ეკუთვნოდა თეო ვან გოგის ნახატების კოლექციას 1890 წლამდე.[5][6] ის გაიყიდა 1901 წელს,[6], მას შემდეგ დიდი ხნის მანძილზე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ნახატის მფლობელსა და ადგილმდებარეობაზე, ნახატი დაკარგულად მიიჩნიეს.
1908 წელს ნორვეგიელმა ინდუსტრიალისტმა, კრისტიან ნიკოლაიმ იპოვნა, ამოიცნო,[2] შეიძინა და საკუთარ სახლში გამოფინა, წიგნი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა მუზეუმის ხელში.[7]
ავთენტურობა
რედაქტირებაგარე ვიდეოფაილები | |
---|---|
A new Van Gogh discovery: Sunset at Montmajour (in Dutch), ვან გოგის მუზეუმი |
1990 წელს ნამუშევარი ვან გოგის მუზეუმის საკუთრებაში გადავიდა, მაგრამ ნამუშევრის ავთენტურობა არ იყო დამტკიცებული.[1] ახალი გაუმჯობესებული ტექნიკის გამოყენებით, 2011-2012 წლებში აქტიური კვლევები მიმდინარეობდა ავტორის შესაძლო ვინაობის დასამტკიცებლად,[8] იკვლევდნენ როგორცსაღებავს ისე ტილოს მასალასა და შესრულების სტილს. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ნამუშევარი ნახატების იმ სერიის იდენტურია, რომლებიც ვან გოგმა იმ პერიოდში შეასრულა,,[1] რასაც კვლავ გადამოწმება და დამტკიცება დასჭირდა. ამის იდეალური მტკიცებულება აღმოჩნდა ვინსენტის მიერ თეო ვან გოგისადმი 1888 წლის 5 ივლისს, ნახატის შესრულებიდან მეორე დღეს მიწერილი წერილი:
„გუშინ, მზის ჩასვლისას, მე ძალიან პატარა ქვიან დაბლობზე ვიყავი, მუხნარში, ფონად გორები, და პურის მინდვრები ველზე, ეს რომანტიკული იყო, მეტად არ შეიძლებოდა, მზე დაჰნათოდა ძალზედ ყვითელ ყანას, ბუჩქებსა დამიწას, ნამდვილი ოქროს შხაპი. და ყოველი ხაზი ლამაზი, მთელი სცენა მომნუსხველად თავმდაბალი იყო. არ გაგიკვირდებოდა უეცრად რაინდები და ქალბატონები რომ დაგენახა, შევარდნებით ნადირობიდან დაბრუნებულნი, ან რომ გაგეგონა მოხუცი პროვინციელი ტრუბადურის ხმა. მდელო მეწამული ფერის იყო, ლურჯში გადასული. მეც ვცადე ყველაფერი ამესახა, თუმცაღა იმის მინიმუმი შევძელი რისი გაკეთებაც მსურდა.[4][9]“
|
2013 წლის 9 სექტემბერს ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნამუშევარი ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.[1][10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 New Vincent Van Gogh painting identified. BBC News. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ 2.0 2.1 Long-lost Van Gogh painting unveiled in Amsterdam. AFP (9 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ New Van Gogh Painting Unveiled in Amsterdam. NY Times. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Newly discovered Van Gogh painting kept in attic for years. The Guardian. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ The painting bears Theo's inventory number: 180.
- ↑ 6.0 6.1 Van Gogh Museum discovers new painting by Vincent van Gogh: Sunset at Montmajour. Van Gogh Museum (9 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ Memmott, Mark. (9 September 2013) 'New' Van Gogh Painting Identified; Was in a Norwegian Attic. NPR. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ Siegal, Nina. (9 September 2013) Museum Identifies New Van Gogh Painting in Amsterdam. New York Times. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ Letter 636: To Theo van Gogh. Arles, Thursday, 5 July 1888.. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
- ↑ Van Gogh's Sunset at Montmajour: 'a major addition to the oeuvre'. Daily Telegraph UK (10 September 2013). ციტირების თარიღი: 11 September 2013.