მზის დაბნელება (1760 წლის 13 ივნისი)
მზის დაბნელება 1760 წლის 13 ივნისს — მზის სრული დაბნელება (2 (13) ივნისი, 1760), რომელმაც დასავლეთი საქართველოს ტერიტორია მოიცვა.
აღნიშნული მზის დაბნელება მოხსენიებულია შემოქმედის გულანშიც:
„ႭႫჁ (448 — 1760) ამას ქ~კსა მზე დაბნელდა თვესა ივნისსა ბსა დღესა პარასკევს[1].“
|
1760 წელს აღდგომა (კვირა დღე) იყო ძვ. სტილით 26 მარტს, შესაბამისად ძვ. სტილით 2 ივნისი იყო პარასკევი.
1700 წლის 12 მარტიდან — 1800 წლის 12 მარტამდე პერიოდში, გრიგორიანულსა და იულიუსის კლაენდრებს შორის სხვაობა 11 დღეს შეადგენდა, შესაბამისად ძველი სტილით 2 ივნისი შეესაბამება გრიგორიანულ 13 ივნისს.