ბრალს ვდებ!

(გადამისამართდა გვერდიდან მე ბრალს ვდებ!)

„ბრალს ვდებ!“ (ფრანგ. J’accuse) — ფრანგი მწერლის ემილ ზოლას სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ყოველდღიურ გაზეთში „ორორ“ („L’Aurore“) 1898 წლის 13 იანვარს.

სტატია გაზეთში „ორორ“

სტატია ღია წერილის ფორმით დაიწერა, მიმართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორისადმი და საფრანგეთის მთავრობას ანტისემიტიზმსა და ალფრედ დრეიფუსის საპყრობილეში უკანონოდ ჩასმაში ადანაშაულებდა. ზოლა მიუთითებდა სამხედრო სასამართლოს მიკერძოებულობაზე და სერიოზულ მხილებათა არარსებობაზე. წერილი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა და აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზოლას ცილისწამება დაბრალდა და იმავე წლის 23 თებერვალს გაასამართლეს. ციხისგან თავის დასაღწევად მწერალი ინგლისში გაიხიზნა. მას საფრანგეთში დაბრუნების საშუალება 1899 წელს დრეიფუსის საქმის ორი მთავარი ფიგურის თვითმკვლელობისა და გაქცევის შემდეგ მიეცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება