მეჰარი
მეჰარი (ინგლ. Mount Meharry) — მთა დასავლეთ ავსტრალიაში, კარიჯინის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იგი დასავლეთი ავსტრალიის შტატის უმაღლესი მწვერვალია, რომლის სიმაღლეა 1249 მეტრი ზღვის დონიდან. მდებარეობს ჰამერსლის ქედზე. სახელი ეწოდა უილიამ თომას მეჰარის (1912-1967) პატივსაცემად.
მეჰარი | |
---|---|
კოორდინატები: 22°58′ ს. გ. 118°35′ ა. გ. / 22.967° ს. გ. 118.583° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | დასავლეთი ავსტრალია |
სიმაღლე | 1249 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 836 მ |
ქედი | ჰამერსლის ქედი |